32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტში ირანი და „ჰეზბოლაც” შევლენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ერაყის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი ლინდსი გრემის საპატიოდ იქნება მიღებული და მასში ირანი და „ჰეზბოლაც” შევლენ.

„ვიცი, რომ ლინდსის ეს ძალიან უნდოდა… ამიტომ განვიხილავთ ამას, სერიოზულად ვფიქრობთ – და ეს ლინდსის საპატიოდაა. ეს მისი საქმე იყო. მას ეს უფრო მეტად უნდოდა, ვიდრე რაიმე სხვა. იცით, ის ამას გრძნობდა. და დიდი ვარაუდია, რომ ეს გაკეთდება”, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტში ირანისა და „ჰეზბოლას” წინააღმდეგ სანქციების შეყვანაც სურთ.

„ვფიქრობ, რომ მასში ირანის დამატება შეიძლება. ისინი იქ ირანს დაამატებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ეს ჯერ არ გააკეთეს. და მათ ასევე შეუძლიათ “ჰეზბოლას” დამატება, უბრალოდ დაამატეთ ისინი, ვინც საქმეს იჭერს “ჰეზბოლასთან”, – განაცხადა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ გირჩი ჯაფარიძე: დღეს ბოლომდე ვერ დავრჩი პროცესზე, მაგრამ რამდენიმე რაღაც ჩავინიშნე და არ უნდა ჩაიკარგოს
შემდეგი სტატიაგორში, ავარიის ადგილას, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, მოქალაქეები შეიკრიბნენ