ტრამპი ,,რუსეთის ჩარევის,, გამოძიებასთან დაკავშირებით ადვოკატებს აგროვებს

,,ვაშინგტონ პოსტის,, ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი უახლოესი გარემოცვა, რუსეთის მიერ საარჩევნო პროცესზე ჩარევის გამოძიებასთან დაკავშირებით, დასახმარებლად ადვოკატებს აგროვებენ.


გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის მრჩეველები, საქმეში პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით, ბოლო დღეების განმავლობაში ცნობილ ადვოკატებთან ამყარებდნენ კავშირს, მათი ზემოხსენებულ პროცესში ჩართვის მიზნით. გამოცემის ცნობით ეს პროცესი უახლოეს დღეებში გამომზეურდება იმ იურისტთა ჯგუფით, რომელშიც როგორც ტრამპის შტატგარეშე მრჩეველები, ცნობილი იურიდიული კომპანიები და იურისტები იქნებიან წარმოდგენილნი.
გამოცემის წყაროს ცნობით, იურისტთა სია, რომლებმაც ტრამპს გამოძიებასთან დაკავშირებით კონგრესის კომიტეტისა და ფედერალური ექსპერტების კითხვებზე პასუხის გაცემაში დახმარება უნდა გაუწიონ, ჯერჯერობით დაზუსტებული არაა… ,,თუმცა დიდი ალბათობით ამ სიაში ცნობილი იურისტი მარკ კასოვიცი აუცილებლად მთავარ როლში იქნება, რამეთუ ის ტრამპის ინტერესებს ათწლეულებია წარმოადგენს,, აცხადებს გამოცემა.

banner
წინა სტატიაშიოლიგარქის ცოლი 9 მლნ. დოლარიანი ბრილლიანტის ბეჭდით ტრაბახობს
შემდეგი სტატიაკატალონია ესპანეთიდან გამოყოფისთვის ემზადება