17.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
banner

ტრამპი: რუსეთი უკრაინის მოკავშირეებს თავს უკვე დაესხა

ამერიკის შეერთებული შტატების დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი უკრაინის მოკავშირეებს თავს უკვე დაესხა.

დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტის შეკითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთის ლიდერები რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო შეშფოთებულები არიან.

„ისინი უკრაინის მოკავშირეებს უკვე დაახლოებით ხუთი წელია თავს ესხმიან. ვფიქრობ, ამაზე ყველა თანხმდება“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი „ვითარებას აკონტროლებს“.

„შესანიშნავი პრეზიდენტი ჰყავთ, რომელიც ტრამპის დიდი გულშემატკივარია. ის მე-12 ადგილზე იყო, შემდეგ მე მხარდაჭერა გამოვუცხადე და ახლა პრეზიდენტია. ის შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს და ვითარებას აკონტროლებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშირუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატია“ოკეანის გაღმაც მხოლოდ ეს ენა ესმით”- მედვედევის მორიგი მუქარა აშშ-სა და ევროკავშირს