ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს უნდა შეწყდეს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა შეწყდეს. მისი ადმინისტრაცია ამაზე იქნება ორიენტირებული.

ფლორიდაში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ის უნდა დასრულდეს.

„ვაპირებთ ძალიან ბევრი ვიმუშაოთ რუსეთსა და უკრაინაზე. ეს უნდა შეწყდეს. რუსეთი და უკრაინა უნდა შეჩერდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ომში ადამიანები იღუპებიან „იქნებიან ისინი ჯარისკაცები, თუ ადამიანები, რომლებიც ქალაქებში იმყოფებიან“.

banner
წინა სტატიაში„მოტყუებით დაეუფლა 26 პირის კუთვნილ 36 000 ლარს“ – საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიამომავალ წელს რუსეთს სერიოზული პრობლემები ელის – ISW