14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ტრამპი: რომის პაპი ძალიან ეწინააღმდეგება იმას, რასაც მე ვაკეთებ ირანთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რომის პაპი ძალიან ეწინააღმდეგება იმას, რასაც მე ვაკეთებ ირანთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, ის ძალიან სუსტია დანაშაულსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა კანონისა და წესრიგის და, როგორც ჩანს, მას ამასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რომის პაპთან საბოდიშო არაფერი აქვს.

„საბოდიშო არაფერია. ის ცდება, მას არ მოეწონა ის, რასაც ირანთან დაკავშირებით ვაკეთებთ, მაგრამ ირანს სურს იყოს ბირთვული სახელმწიფო, რათა მათ შეძლონ მსოფლიოს განადგურება. ეს არ მოხდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე, მან Truth Social-ში დაწერა, რომ პაპი „სუსტია დანაშაულის საკითხში და საშინელია საგარეო პოლიტიკისთვის“.

„მე რომ არ ვყოფილიყავი თეთრ სახლში, ლეო ვატიკანში არ იქნებოდა“, – დაწერა მან.

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გააგრძელებს ხმის ამაღლებას „ომის წინააღმდეგ, და შეეცდება ხელი შეუწყოს მშვიდობას, სახელმწიფოებს შორის დიალოგსა და მრავალმხრივ ურთიერთობებს“.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ რომის პაპთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის კომენტარს მიუღებელი უწოდა.

„პაპი კათოლიკური ეკლესიის მეთაურია და მისთვის სწორი და ნორმალურია მშვიდობისკენ მოწოდებით გამოსვლა და ომის ყველა ფორმის დაგმობა“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიTikTok ფინეთში მეორე, მილიარდი ევროს ღირებულების მონაცემთა ცენტრს ააშენებს
შემდეგი სტატია14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება