ტრამპი რესპუბლიკელებს ფინანსური ურთიერთობის შეწყვეტით დაემუქრა

ტრამპი რესპუბლიკელებს ფინანსური ურთიერთობის შეწყვეტით დაემუქრა

6აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თანაპარტიელებს ფინანსური დახმარების გაწყვეტით დაემუქრა, თუკი ისინი სახალხოდ მის კრიტიკას განაგრძობენ, ან თუნდაც მცირედით მაინც შეეწინააღმდეგებიან მის საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობას ABC News-ი იტყობინება. შესაბამისი განცხადება მილიარდელმა ლას-ვეგასში გამოსვლისას გააკეთა.

“მინდა ისინი გაერთიანდნენ, ეს მაგარი იქნებოდა, მაგრამ თუკი რაღაც მიზეზით, მათ ამის გაკეთება არ უნდათ, მე დამოუკიდებლად დავაფინანსებ საკუთარ კამპანიას. მე ბედნიერი ვიქნები ეს გავაკეთო… თქვენ იცით, რომ მე რესპუბლიკურ პარტიას ბევრ ფულს ვუხდი” – დაამატა მან.

პოლიტიკოსის თქმით, რამდენიმე რესპუბლიკელი, პარტიულ ყრილობაზე მის აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის დაბლოკვას შეეცდება, რომელიც ივლისში მოხდება: “რაღაც მოძრაობასავით ჩამოყალიბდა. ვიცი საიდან მოდის ყველაფერი: ეს მოდის ადამიანებისგან, რომლებიც დამარცხდნენ” – The Washington Post-ი ტრამპს ციტირებს.

banner
წინა სტატიაშიორლანდოში სროლის მსხვერპლის დასაფლავების კორტეჟს ავტობომილი დაეჯახა
შემდეგი სტატიაჟურნალისტის უფლებები ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს დაცული