19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ტრამპი რამდენიმე დღეს ითხოვს — აშშ და ირანი შეთანხმებას აფორმებენ

თეთრი სახლი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ურთიერთგაგების მემორანდუმზე. აღნიშნული დოკუმენტი მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს 60 დღით გაახანგრძლივებს, რომლის განმავლობაშიც მხარეები თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გამართავენ მოლაპარაკებებს.

თუმცა, ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც მათ რეპორტიორების კითხვებს უპასუხეს, განმარტებულია, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საბოლოო დასტური ჯერ კიდევ სჭირდება.

გამოცემა Axios-ის სტატიაში ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომლის ინფორმაციასაც თეთრი სახლიც ადასტურებს, აცხადებს, რომ ტრამპს გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხზე დასაფიქრებლად რამდენიმე დღის აღება სურს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატია“დანიელები ურტყამდნენ გორშიც და მეც სასამართლოში” — სააკაშვილის განცხადება