ტრამპი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას აძლიერებს-საფრთხეთა შორის არიან რუსეთი და ჩინეთი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში ახალი გეგმა წარადგინა. სხვათა შორის, მასში განსაკუთრებით გამოყოფილია საფრთხეები ჩრდილოეთ კორეიდან, რუსეთიდან, ირანიდან და ჩინეთიდან.მოხსენებაში ჩრდილოეთ კორეას “მუდმივი და განსაკუთრებული საფრთხე” ქვია. შვიდი თვით ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრთხე, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან მოდის, აღარ არსებობს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ აშშ-მ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროგრამა უნდა აღადგინოს საგარეო საფრთხეებთან საბრძოლველად, რაც სხვა ზომებთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მოიცავს, ისეთისას, როგორიცაა კოსმოსში სენსორული ფარის შექმნა, რომლითაც მოახლოვებული რაკეტის აღმოჩენა და განადგურება გახდება შესაძლებელი – “ბიბისი” წერს.

“მსოფლიო იცვლება და ჩვენ უფრო სწრაფად შევიცვლებით” – თქვა ტრამპმა მოხსენებაზე საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიდედოფალ ელისაბედ II -ს მეუღლე პრინცი ფილიპი ავარიაში მოყვა
შემდეგი სტატიათურქეთმა, NBA-ის მოთამაშის დასაკავებლად ინტერპოლს მიმართა