რადიკალური მემარცხენეები და დემოკრატები აცნობიერებენ, რამდენად წარმატებულად წარვმართეთ ომი ირანის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ეს ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით სრულად დამარცხდა,-წერს Truth Social-ზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
,,ობამა უბრალოდ განაგრძობდა მათთვის მილიარდობით დოლარის ნაღდი ფულის მიცემას და არასდროს გამოუყენებია ჩვენი იმდროინდელი, დასუსტებული ჯარი იმისთვის, რაც უნდა გაკეთებულიყო ტერორიზმის მსოფლიოს ნომერ პირველი სპონსორის – ირანის მოსათოკად. მის მიმართ ნულოვანი პატივისცემა ჰქონდათ. ფიქრობდნენ, რომ ის, მძინარე ჯო ბაიდენივით, სუსტი და უუნარო ლიდერი იყო და ამაში ისინი 100%-ით მართლები იყვნენ. ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად სჩადიოდა მკვლელობებს, ვიდრე მე არ მოვედი, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ამერიკა დაბრუნდა!!!”- წერს ტრამპი.
















