15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ტრამპი: ქვეყნები, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში ვიცავდით, ჩვენს დასახმარებლად დიდ ენთუზიაზმს არ ავლენენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კენედის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა დახმარების სურვილი, ზოგიერთი ქვეყნები კი რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში ამერიკა იცავდა, დიდ ენთუზიაზმს არ ავლენენ.

„კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ ირანში 7000-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით. ეს ძირითადად კომერციული და სამხედრო სამიზნეებია. მათ მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვების დონე 90%-ით შემცირდა, ხოლო დრონების 95%-ით“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის ცნობით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის 100-ზე მეტი გემი და 30-ზე მეტი გამნაღმველი გემი გაანადგურეს.

„მათი საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და გემები განადგურებულია. მათი ლიდერები აღარ არიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, რომ ჰორმუზის სრუტის დაცვაში მონაწილეობა მიიღონ.

„გვსურს, რომ სრუტესთან დაკავშირებით დაგვეხმარონ. ბევრმა ქვეყანამ მითხრა, რომ უკვე გზაში არიან. ზოგიერთი მათგანი ენთუზიაზმით არის განწყობილი. ზოგიერთი ნაკლებად. ქვეყნები, რომლებსაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვიცავდით, დიდ ენთუზიაზმს არ ავლენენ. ენთუზიაზმის დონე კი ჩემთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიMarine Traffic: ჰორმუზის სრუტეში პაკისტანთან დაკავშირებულმა ნავთობტანკერმა, უსაფრთხოდ გაიარა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა ირანში, 16 ფიზიკურ და იურიდიულ პირსა და სამ ორგანიზაციას, დამატებითი სანქციები დაუწესა