აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ღიად აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინს შეჩერება არ სურს. მისი აზრით, ეს ძალიან ცუდია.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმ საუბრით, რომელიც პრეზიდენტ პუტინთან მქონდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. როგოეც არის ისე გეუბნებით, არ ვფიქრობ, რომ მას შეჩერება სურს და ეს ძალიან ცუდია”,- აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს სატელეფონო საუბარს გამართავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან.