22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ტრამპი პუტინს: ვლადიმერ, დროა, ეს ომი დასრულდეს

ვლადიმერ, დროა შეჩერდე, დროა, ეს ომი დასრულდეს,- აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტ ტრეი ინგსტთან ინტერვიუს დროს დროს, ვლადიმერ პტინს მიმართა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დასრულდება.

„ვფიქრობ, დიახ. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან ორივე ლიდერთან კარგი ურთიერთობა მაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ყოველთვის ერთსა და იმავეს ეუბნება.

„არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ მე ვეუბნები: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე. დროა ეს ომი დასრულდეს“. ვფიქრობ, ის შეთანხმებისთვის მზად არის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, როდის მოხდება შეთანხმების მიღწევა, ტრამპმა უპასუხა, რომ „მალე“.

„ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება, მაგრამ ის შეთანხმებისთვის მზად არის“, – განაცხადა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიმძღოლი, რომელიც ზურა ჯაფარიძეს დაეჯახა, იდენტიფირებულია
შემდეგი სტატიაგორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ახლობელი: “სატრანსპორტო წესების დარღვევის” მუხლით რომ აღძარით საქმე შსს, გგონიათ შევარჩენთ?