15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

ტრამპი: პუტინს ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა

პრეზიდენტ პუტინს ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა – რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, ზელენსკის შეთანხმება არ სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, გონივრული იქნებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეთანხმება ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიეღწია.

“თუ ძალთა თანაფარდობას შეხედავთ, დაინახავთ, რომ საუბარია მილიონობით მეტ ჯარისკაცზე ერთ მხარეს, ვიდრე მეორეზე. ვფიქრობ, გონივრული იქნებოდა, შეთანხმება ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიეღწია – ასე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა”, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა. კითხვაზე, : “რა გითხრათ პრეზიდენტმა პუტინმა ბოლო სატელეფონო საუბრისას?” – ტრამპმა უპასუხა :

“მას სურს, რომ საკითხი შეთანხმებით მოგვარდეს. პრეზიდენტ პუტინს ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა”.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
შემდეგი სტატიამოსკოვი თბილისისგან ოკუპირებულ სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმებასა და „საზღვრების“ დელიმიტაციას ითხოვს