22.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
banner

ტრამპი: პუტინი უნდა გაჩერდეს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „უნდა გაჩერდეს“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა მილიონობით დოლარი დახარჯა ბომბებზე, რაკეტებსა და ადამიანების სიცოცხლეზე, მაგრამ უკრაინის ტერიტორიაზე პრაქტიკულად არანაირი პროგრესი არ ჰქონია.

ერდოღანზე საუბრისას ამერიკელმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს, თურქეთმა რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა შეწყვიტოს, სანამ მოსკოვი „უკრაინის წინააღმდეგ შეუზღუდავ შეტევას განაგრძობს“. მან ასევე აღნიშნა თურქეთის შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.

„ყველა პატივს სცემს ერდოღანს და მეც პატივს ვცემ მას. მას შეეძლო დიდი გავლენა მოეხდინა უკრაინაში ომზე, თუ მოისურვებდა, მაგრამ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ამჯობინებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ თურქეთის პრეზიდენტი მთელ მსოფლიოში, მათ შორის უკრაინასა და რუსეთში, უდიდესი პატივისცემით სარგებლობს.

მისივე თქმით, ერდოღანმა შექმნა ძლიერი არმია, ფართოდ იყენებს ამერიკულ აღჭურვილობას და ასევე „იცნობს პუტინს ისევე კარგად, როგორც ტრამპი“.

banner
წინა სტატიაშიBloomberg: დასავლეთმა ფარულად გააფრთხილა კრემლი, რომ რუსული თვითმფრინავების ჩამოსაგდებად მზად არის
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ