ტრამპი პრეზიდენტობის შემთხვევაში ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ის გახდება ქვეყნის პრეზიდენტი, მზად არის ყირიმის რუსეთის ფედერაციის ნაწილად აღიარების საკითხი განიხილოს – წერს Politico.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ტრამპმა ფლორიდაში ჩაატარა, მას კითხეს, არის თუ არა ის თანახმა, ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს და რუსეთს სანქციები მოუხსნას.
“დიახ, ამას განვიხილავთ. დიახ, ჩვენ განვიხილავთ” – განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ მოსკოვში და აღნიშნეს, რომ ტრამპის განცხადება მისასალმებელია, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ელჩი: ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ქართულ მხარესთან „გიულენის სკოლების“ დახურვის თაობაზე
შემდეგი სტატიაკრისტინა აგილერა ბათუმში ჩაფრინდა