ტრამპი: პრეზიდენტ ბუშის დროს რუსეთი შეიჭრა საქართველოში

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიიდან“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კვლავ პირობა დადო, რომ დაასრულებს რუსეთის ომს უკრაინაში. ამის შესახებ მან „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე განაცხადა.

თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა კვლავ გაიმეორა თავისი განცხადება და თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომი არ იქნებოდა.

„პრეზიდენტ ბუშის დროს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, პრეზიდენტ ობამას დროს რუსეთმა აიღო ყირიმი. ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში რუსეთი ცდილობს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდებას. ჩემი პრეზიდენტობის დროს რუსეთს არაფერი აუღია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიევროპა უკრაინაში 10-წლიანი ომისთვის მზად უნდა იყოს – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – მსოფლიომ რუსეთზე ზემოქმედება უნდა მოახდინოს, რათა კრემლი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას