აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მეუღლესთან, მელანიასთან ერთად შეხვდა ამერიკის სამ მოქალაქეს, რომლებიც 9 მაისს გაანთავისუფლეს ჩრდილოეთ კორეის ციხიდან. შეხვედრის ვიდეო ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა. Euronews-ის ინფორმაციით, ტრამპი მერილენდში, ავიაბაზა ენდრიუსში სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თვითმფრინავით ჩაფრინდა. განთავსიუფლებულები თავს კარგად გრძნობენ და ამბობენ, რომ ბედნიერები არიან. მათ ამერიკის მთავრობას მადლობა გადაუხადეს დახმარებისთვის.