ტრამპი ორბანზე – ის ბოსია! არა, ის დიდი ლიდერი, ფანტასტიკური ლიდერია

ის ბოსია! არა, ის დიდი ლიდერი, ფანტასტიკური ლიდერია, – ასე შეაქო ამერიკის ექსპრეზიდენტმა და პრეზიდენტობის მსურველმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ირბანი, რომელიც მას გუშინ ფლორიდაში შეხვდა.

ტრამპის თქმით, ორბანი ისეთი ფიგურაა, რომელიც კამათს არ იწვევს.

„იმიტომ, რომ ის ამბობს, ასე იქნება და ამით ყველაფერი მთავრდება“, – განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპი და ვიქტორ ორბანი ერთმანეთს გუშინ ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეხვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ვიქტორ ორბანმა ტრამპს მშვიდობის მომტანი ლიდერი უწოდა.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი – უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს
შემდეგი სტატიათელ ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა