ბენიამინ ნეთანიაჰუს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ირანში ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები შეწყვიტოს,-ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს.
„მე ვუთხარი, რომ ეს არ გააკეთოს და ის ამას არ გააკეთებს“,- განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, სანაე ტაკაიჩისთან შეხვედრისას.
ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ და ისრაელი „დამოუკიდებლები“ არიან, თუმცა „შესანიშნავად ურთიერთობენ“.
„ჩვენ შესანიშნავად ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენი ქმედებები კოორდინირებულია, მაგრამ ზოგჯერ ის რაღაცას გააკეთებს და თუ ეს არ მომეწონება, ჩვენ ამას აღარ ვაკეთებთ“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
















