13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

ტრამპი: ნებისმიერმა პირმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის ან ვიცე-პრეზიდენტობისთვის აპირებს ბრძოლას, აუცილებლად უნდა ჩააბაროს კოგნიტური უნარების გამოცდა

პრეზიდენტობის ან ვიცე-პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ვალდებული უნდა იყოს, რბოლაში ჩართვამდე კოგნიტური უნარების გამოცდა ჩააბაროს, მე სამჯერ ჩავაბარე და სამივეჯერ წარმატებით,- აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მისივე თქმით, მსგავსი გამოცდა რომ ჰქონოდათ ბარაკ ობამას და ჯო ბაიდენის, ისინი მას ვერ ჩააბარებდნენ.

ტრამპის თქმით, კოგნიტური უნარების გამოცდა თავად სამჯერ ჩააბარა.

„პრეზიდენტობის ან ვიცე-პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ვალდებული უნდა იყოს, რბოლაში ჩართვამდე კოგნიტური უნარების გამოცდა ჩააბაროს! ამით ჩვენ არ გაგვიკვირდება, თუ ბარაკ ჰუსეინ ობამას ან მძინარა ჯო ბაიდენის მსგავსი ადამიანები „აირჩევიან“. ჩვენი ქვეყანა გაცილებით უკეთესი ადგილი იქნებოდა! პრეზიდენტობის ჩემი („სამი!“) ვადის განმავლობაში გამოცდა სამჯერ ჩავაბარე და სამივეჯერ წარმატებით – მიღწევა, რომელიც ექიმების თქმით, ერთ გამოცდაზეც კი იშვიათად თუ განხორციელებულა!”,- წერს დონალდ ტრამპი.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ჩვენ ჩავშლეთ ივანიშვილის მაფიის მიერ დაგეგმილი, დონალდ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თბილისში ჩამოყვანის ავანტიურისტული გეგმა