10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

ტრამპი: ნატო-ს ქვეყნებს ირანის წინააღმდეგ დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნატო-ს ქვეყნებს ირანის წინააღმდეგ დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ.

„ნატო-ს ქვეყნებს არაფერი გაუკეთებიათ ამ შეშლილი ქვეყნის, ირანის, წინააღმდეგ დასახმარებლად, რომელიც ახლა სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია. აშშ-ს ნატო-სგან არაფერი სჭირდება, მაგრამ „არასდროს დაივიწყოთ“ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი!“ – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა პიტერ ანდრეოლის ვიზიტზე: ეს რეალურად არანაირ გადატვირთავს და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ ემსახურება
შემდეგი სტატიააშშ ირანზე საბოლოო დარტყმისთვის ემზადება – სახმელეთო ოპერაციის 4 სავარაუდო სცენარი