აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტი იქნება იმიგრაციის მკაცრი შეზღუდვა და „მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან“ მიგრაციის სრული, ხანგრძლივი შეჩერება.
ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე აღნიშნა, რომ გააუქმებს ყველა ფედერალურ შეღავათსა და სუბსიდიას „არამოქალაქეებისთვის“, ხოლო იმ მიგრანტებს, ვინც „ძირს უთხრიან შიდა სიმშვიდეს“, მოქალაქეობას ჩამოართმევს. მისი განცხადებით, დეპორტაცია შეეხება ყველა უცხოელს, ვინც წარმოადგენს „საზოგადოებრივ ტვირთს, უსაფრთხოების რისკს ან შეუთავსებელია დასავლურ ცივილიზაციასთან“.
„სამუდამოდ შევაჩერებ მიგრაციას მესამე სამყაროს ყველა ქვეყნიდან, რათა აშშ-ის სისტემამ სრულად აღდგეს, შევაჩერებ ბაიდენის მილიონობით უკანონო დაშვების დოკუმენტს, მათ შორის „მძინარე ჯო ბაიდენის ავტოკალმის“ მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს და გავაძევებ ყველას, ვინც არ წარმოადგენს შეერთებული შტატების წმინდა აქტივს ან არ შეუძლია ჩვენი ქვეყნის სიყვარული. შევაჩერებ ყველა ფედერალურ შეღავათსა და სუბსიდიას ჩვენი ქვეყნის არამოქალაქეებისთვის, ჩამოვართმევ მოქალაქეობას მიგრანტებს, რომლებიც ძირს უთხრიან შიდა სიმშვიდეს და მოვახდენ დეპორტაციას ნებისმიერი უცხოელი მოქალაქისა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ ტვირთს, უსაფრთხოების რისკს ან შეუთავსებელია დასავლურ ცივილიზაციასთან“, – განაცხადა ტრამპმა.
















