11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ტრამპი: მზად ვარ ირანის ხელმძღვანელობას პირადად შევხვდე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მზად არის ირანის ხელმძღვანელობას პირადად შეხვდეს.

აშშ-ის პრეზიდენტი New York Post-თან ინტერვიუში ირანის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ თეირანი პაკისტანში აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობას არ აპირებს და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დაგეგმილია და აშშ-ის დელეგაცია ისლამაბადში გაემგზავრა.

„ჩვენ მოლაპარაკებები უნდა გვქონდეს. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ ამ ეტაპზე თამაშებს არავინ თამაშობს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ის დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით პაკისტანისკენ გზაშია.

„ისინი ახლა იქ მიემგზავრებიან. დღეს საღამოს, [ისლამაბადის] დროით იქ იქნებიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს.

„თუ მათ შეხვედრა სურთ, მე ამის პრობლემა არ მაქვს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს აღარ გადაიხდიან
შემდეგი სტატიაგიორგი ჭანტურია: “ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ მინისტრებზე და დეპუტატებზე მეტად სჭირდება