ტრამპი მზად არის ფხენიანის წინააღმდეგ ბირთული იარაღი გამოიყენოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერმინისტრ სინძო აბესთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა მზადყოფნა, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ბირთული იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა ფხენიანის მიერ ბირთული ბომბის გამოცდის საკითხი განიხილეს. ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აშშ-ს და მოკავშირეებს დაიცავს და ამისთვის ყველა რესურსს გამოიყენებს, მათ შორის როგორც დიპლომატიურ, ასევე ბირთულ საშუალებებს.

ოფიციალური ფხენიანის ცნობით, 3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტაზეა შესაძლებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ბომბის გამოცდამ გამოიწვია ჩრდილოეთ კორეაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა.

სამხრეთ კორეის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თამვჯდომარე კიმ ენ უმ თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოცდილი წყალბადის ბომბის სიმძლავრე 100 კილოტონას შეადგენს, რაც 1000 ტონის ეკვივალენტურია და 4-5ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე 1945 წელს ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბი.

ფხენიანის ქმედებებთან დაკავშირებით ორშაბათს გაეროს უშიშროების სხდომა საგანგებო სხდომას გამართავს.

banner
წინა სტატიაშიმწერი, რომელიც ხელისუფლებისთვის ოპოზიციაზე მეტად საშიშია
შემდეგი სტატიაართანაში, კოხტას მთაზე,თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ქრობის პროცესი განახლდა