10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ტრამპი: მიუხედავად თეირანის მცდელობისა, შეთანხმების მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასრულების პერსპექტივასთან დაკავშირებით სკეპტიციზმს გამოთქვამს.

კაბინეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ მიუხედავად თეირანის მცდელობისა, შეთანხმების მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამას. ისინი საშინელი მეომრები არიან, მაგრამ დიდებული მომლაპარაკებლები“, — განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტის მთავარი გზავნილები:

ვინ არის დაინტერესებული? ტრამპი კვლავ ამტკიცებს, რომ შეთანხმებას ირანი „ეხვეწება“ და არა ვაშინგტონი.

საომარი გრაფიკი: „ომის დასაწყისში ვვარაუდობდით, რომ მისიის შესრულებას 4-დან 6 კვირამდე დასჭირდებოდა. ომის 26-ე დღეს ჩვენ გრაფიკს საგრძნობლად ვუსწრებთ“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჰორმუზის სრუტე: ტრამპის თქმით, სრუტე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება, თუ ირანი „სწორ შეთანხმებაზე“ წავა.

ულტიმატუმი: პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ირანელი მომლაპარაკებლები, რომ თუ ისინი „არ დასერიოზულდებიან“, მოვლენები მათთვის „სასიამოვნო არ იქნება“.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: ნატო-საქართველოს უკვე შეზღუდული ორმხრივი ურთიერთობა დამატებითი შეზღუდვის საგანი ხდება
შემდეგი სტატიასტარმერი: პუტინი რასაც არ უნდა ეუბნებოდეს საკუთარ თავს, რუსეთი უკრაინაში ომს არ იგებს