ტრამპი მიგრანტების გამო მექსიკასთან საზღვრის დაკეტვით იმუქრება

ტრამპი მიგრანტების გამო მექსიკასთან საზღვრის დაკეტვით იმუქრება, რაც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას ჩამოშლის, რომლის მოცულობა ყოველდღიურად 1,68 მილიარდია. ფლორიდაში ჟურნალისტებთან სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მეტისის სიტყვები დაადასტურა იმასთან დაკავშირებით, რომ მექსიკის საზღვართან მდგარ სამხედროებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხევვაში, თავდაცვის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენონ.

ათასობით მიგრანტი მოემართება აშშ-სკენ ცენტრალური ამერიკის ღარიბი ქვეყნებიდან, რომ იქ თავშესაფარი ითხოვონ. დონალდ ტრამპმა საზღვარზე ათასობით სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა, რომ არალეგალი მიგრანტების აშშ-ში შესვლა შეაკავონ. საზღვრისპირა ქალაქ ტიხუანაში, სადაც უკვე მრავალი ათასი მიგრანტია შეკრებილი, ადგილობრივები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი მთავრობისგან მიგრანტების პრობლების დროულად მოგვარებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიდიახ, “ქართუ ბანკიდან” 2018 წლის 26 ოქტომბერს გაიცა 8 მილიონამდე ლარის ოდენობის კრედიტი
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსი ბაკურ გულუა დაჭრეს