ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ეხმაურება საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებსა და არეულობას.
მისი თქმით, ქვეყანა მიგრაციის გამო დაინგრა.
„საფრანგეთი იწვის! სრულიად განსხვავებული სამყაროდან ჩამოსული, გულში სიძულვილის მქონე ადამიანების მიგრაციამ, ეს ოდესღაც დიდებული ქვეყანა დაანგრია. ჩაკეტეთ საზღვრები და აიღეთ ვითარება კონტროლქვეშ, ვიდრე გვიანი არ არის!” — წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები და შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის გუშინ გაიმართა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო გამოსვლებისას საფრანგეთის მასშტაბით 1 800-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის 855 პარიზში. არეულობის შედეგად 500-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, პარიზში მიმდინარე აქციების დროს კი ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

















