ტრამპი მექსიკასთან საზღვრის დაკეტვით იმუქრება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ მექსიკასთან საზღვარს დახურავს და მიგრაციის კანონებს შეცვლის, თუკი კონგრესი შტატებსა და მექსიკას შორის კედლის აშენების თანხმობას არ მისცემს – ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.

აშშ-მექსიკას შორის კედლის დაფინანსება თეთრ სახლსა და კონგრესს შორის კონფლიქტის მთავარი მიზეზია, რომლის გამოც ბიუჯეტის მიღება ვერ ხერხდება და ნაწილობრივი “შათდაუნი” დაიწყო -წერს “დოიჩე ველე” .

თეთრი სახლის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ში ნარკოტრაფიკისა და ადამიანების არაკანონიერი გადმოყვანის შეჩერება მხოლოდ კედლით შეიძლება მოხერხდეს. “ამის გარეშე ვერაფერს გავხდებით” – არაერთხელ განაცხადა ტრამპმა.
დემოკრატები კედლის აშენების წინააღმდეგ არიან.

banner
წინა სტატიაშისირიის არმიამ თურქეთის საზღვარზე სტრატეგიული ქალაქის აღების შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიათოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი პირველი რესპუბლიკის მოედანზე