აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მეფე ჩარლზისა და დედოფალ კამილას აშშ-ში დაგეგმილ სახელმწიფო ვიზიტს შეუძლია, ბრიტანეთსა და აშშ-ს ურთიერთობების აღდგენაში დაეხმაროს.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, გაერთიანებული სამეფოს მონარქი „ფანტასტიკური ადამიანია“ და მას კარგად იცნობს.
„აბსოლუტურად. ის ფანტასტიკურია. ის ფანტასტიკური ადამიანია. მას კარგად ვიცნობ. წლებია, ვიცნობ. ის მამაცი და შესანიშნავი ადამიანია. მათი ვიზიტი აბსოლუტურად დადებითი იქნება“,– განაცხადა ტრამპმა.
ინტერვიუში პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ურთიერთობაზე, რომელიც, მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოსწორდებოდა, თუ სტარმერი თავის კურსს შეცვლის.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მონარქისა და მისი მეუღლის 4-დღიანი ვიზიტი აშშ-ში მომდევნო კვირაში, ორშაბათს დაიწყება. მათ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში უმასპინძლებს.
ამასთან, მეფე ჩარლზი აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვა. სამეფო წყვილის ვიზიტი აშშ-ის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 250-ე წლისთავის აღნიშვნას უკავშირება.















