11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ტრამპი: ,,მეორე მხარე“ დაგვიკავშირდა, ირანს შეთანხმება ძალიან სურს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ ,,მეორე მხარე“ დაუკავშირდათ და ირანს შეთანხმება ძალიან სურს.

მისი თქმით, ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად „კარგი სამუშაო“ გასწია.

„შემიძლია, გითხრათ, რომ მეორე მხარემ დაგვიკავშირდა, მათ ძალიან, ძალიან სურთ შეთანხმების დადება. ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ჩვენ ბევრ რამეზე შევთანხმდით, მაგრამ ისინი ამაზე არ დათანხმდნენ. მე ვფიქრობ, რომ ისინი დათანხმდებიან“, – განაცხადა მან.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ძალაში შევიდა.

ამასთან, თეთრი სახლის ლიდრმა სოცალურ ქსელში დაწერა, რომ გუშინ ჰორმუზის სრტეში 34-მა გემმა გაიარა.

,,გუშინ 34 გემი გაიარა ჰორმუზის სრუტეში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამ სულელური ჩაკეტვის დაწყების შემდეგ“, – წერს ის.

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის გადაწყვეტილებას ირანის პორტების საზღვაო ბლოკადასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ბუდაპეშტის გაკვეთილი- დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი