ტრამპი მედიას დაემუქრა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასაშუალებები კიდევ ერთხელ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ტრამპის გაღიზიანება ტელეარხ NBC-ის რეპორტაჟმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, თითქოს და ერთ-ერთ შეხვედრაზე ტრამპმა, აშშ-ის ბირთვული არსენალის გაათმაგება მოითხოვა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ,,მედიასაშუალებების მიერ ყველაფრის დაწერა ამაზრზენია“
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, საკაბელო მაუწყებლებს, რომლებიც მსგავს საინფორმაციო ბიულეტენებს გადასცემენ, ეს უფლებები უნდა ჩამოერთვათ.
ტელეარხ NBC-მ გასულ კვირას ასევე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რექს ტილერსონმა ტრამპს „ჭკუასუსტი“ უწოდა. თეთრმა სახლმა კი – ეს ინფორმაცია უარყო.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ” ხალხს ისღა დარჩება, რომ პოროშენკოს გადადგომა მოითხოვოს” (video)
შემდეგი სტატიაიუნესკოს ახალი ლიდერის ვინაობა მე-4 ტურშიც ვერ გამოვლინდა