ტრამპი: მე ვმართავ ქვეყანასა და მსოფლიოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის თავის ქვეყანას და მსოფლიოს მართავს. ამის შესახებ მან the atlantic-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკის პრეზიდენტმა ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდება მისი პრეზიდენტობის ორი ვადა ერთმანეთისგან​.

„პირველად მქონდა ორი საქმე – ქვეყნის მართვა და გადარჩენა. გარშემო ყველა არაკეთილსინდისიერი იყო. მეორედ კი, მე ვმართავ ქვეყანასა და მსოფლიოს“, – აღნიშნა ტრამპმა.

რაც შეეხება მესამე ვადით კენჭისყრას, ტრამპი ამბობს, რომ არ აპირებს.

„ეს არ არის ის, რასაც ვაპირებ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რთული საქმე იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი არასდროს სცემს პატივს გაეროს ან სხვა სამშვიდობო ძალებს, თუ მათ რუსეთის შეკავების მექანიზმი არ ექნებათ, – გენერალი ბენ ჰოჯესი
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს