10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ტრამპი: მალე გავიგებთ, შეუძლია, თუ არა აშშ-ს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან მუშაობა

მალე გავიგებთ, შეუძლია თუ არა აშშ-ს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან მუშაობა,- ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.

ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ვაშინგტონი ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფს ესაუბრება.

ასევე, ტრამპის თქმით, ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი „მძიმედ არის დაშავებული“, თუმცა „ალბათ, ცოცხალია“.

„ვფიქრობთ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგარემოს დაბინძურებაზე სანქციები მკაცრდება
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისის საქმის მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა