დონალდ ტრამპი მადუროს ლოიალისტების
შესახებ საუბრობს და მათ აფრთხილებს, რომ ნიკოლას მადუროს ერთგულებისთვის ცუდი მომავალი ელოდებათ.
“თუ ისინი მის ერთგულებად დარჩებიან, მათი მომავალი მართლაც ცუდი იქნება. თუ ისინი მხარეს შეიცვლიან — აქ გარკვეული კონვერტაციის ფაქტორია — ვიტყოდი, რომ უმეტესობამ მხარე უკვე შეიცვალა. მას ძალიან მცირე ერთგულება შერჩა. სინამდვილეში, დღეს შევამჩნიე, რომ ქუჩებში ხალხი დროშების ფრიალით გამოდის. ქუჩებში ამერიკის დროშებს აფრიალებენ”, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის Fox News-ის ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ ხედავს ის ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიის მომავალს, ტრამპი პასუხობს, რომ ამერიკა ამ პროცესებში ძლიერად ჩაერთვება.
“ვხედავ იმას, რომ ჩვენ მასში ძალიან ძლიერად ვიქნებით ჩართულები. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო ნავთობკომპანიები — ყველაზე დიდები, საუკეთესოები — და ჩვენ მასში ძალიან სერიოზულად ვიქნებით ჩართულები”, – აცხადებს ტრამპი.
ინტერვიუში საუბარი შეეხო ასევე, ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს, რაზეც ტრამპი ამბობს, რომ ჯერ სიტიაციაში უნდა გაერკვეს.
“ამას ახლა უნდა შევხედოთ. მათ ჰყავთ ვიცე-პრეზიდენტი. როგორც იცით, მე არ ვიცი, როგორი არჩევნები იყო ეს, მაგრამ მადუროს არჩევნები იყო სირცხვილი — ისევე, როგორც ჩემი არჩევნები იყო სირცხვილი. 2020 წელი იყო სირცხვილი”, – განაცხადა ტრამპმა.

















