კორუმპირებული ბაიდენი მზად არ იყო საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის და არც არასდროს ყოფილა – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის მიერ პრეზიდენდობიდან კანდიდატურის მოხსნას.
მისი თქმით, ბაიდენმა პრეზიდენტის პოსტი მხოლოდ სიცრუით და ყალბი ამბებით მოიპოვა.
კორუმპირებული ბაიდენი არ იყო მზად საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის და რა თქმა უნდა, ის არ არის მზად იმსახუროს და არც არასდროს ყოფილა! მან პრეზიდენტის პოსტი მხოლოდ სიცრუით, ყალბი ამბებითა და თავის სარდაფში გამოკეტვით მოიპოვა. ყველამ მის გარშემო, მათ შორის მისმა ექიმმა და მედიამ, იცოდა, რომ მას არ შეეძლო პრეზიდენტი ყოფილიყო და არც იყო. ჩვენ ძალიან დავზარალდით მისი პრეზიდენტობის გამო, მაგრამ ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ მის მიერ მიყენებულ ზარალს. MAKE AMERICA GREAT AGAIN”. კამალა ჰარისის დამარცხება ნოემბრის არჩევნებში უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის”, – აცხადებს ტრამპი.