ტრამპი კლინტონის ოჯახურ ღირებულებებზე ისაუბრებს

აშშ-ს პრეზდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა მომავალი დებატებისთვის, პირობა დადო, რომ თავისი ოპონენტის, ჰილარი კლინტონის ქორწინების პრობლემებზე ისაუბრებს – დღეს The New York Times-ი წერს.
“ჰილარი კლინტონი ცოლად გაყვა ადამიანს, რომელიც პოლიტიკოსების ისტორიაში ცნობილია, როგორც ქალების ერთ-ერთი მწვალებელი” – განაცხადა ტრამპმა – მან ბილ კლინტონის და მონიკა ლევინსკის ყოფილი კავშირი იგულისხმა.
ტრამპის თქმით, კლინტონი საკუთარ ქმარს იცავდა იმ ტკივილის მიუხედავად, რაც მან სხვა ქალებს მიაყენა, რაც, ტრამპის თქმით, ორივე კლინტონისთვის სერიოზული პრობლემაა და რასაც “უახლოეს მომავალში ტრამპი განიხილავს”.
მილიარდელის განცხადებით, მაშინ ჰილარი კლინტონის მიერ გამოვლენილი რეაქცია სახელმწიფოს მეთაურისთვის შეუწყნარებელია.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელი მინისტრი: რუსეთი სირიაში მოქმედებების გამო გაირიყება
შემდეგი სტატიაერთნაირსქესიანთა ქორწინების არ აღიარების გამო ალაბამას მოსამართლე გაანთავისუფლეს