ტრამპი: კიმთან სამიტი შესაძლებელია 12 ივნისს შედგეს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 12 ივნისს მისი და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შესაძლებელია გაიმართოს, როგორც დაგეგმილი იყო, იმის მიუხედავად, რომ თეთრმა სახლმა სამიტის გაუქმების შესახებ განცხადება გააკეთა. “ვნახოთ, როგორ წავა. შესაძლებელია ეს 12-შიც იყოს. ახლა ამაზე ვლაპარაკობთ. მათ ამის გაკეთება ძალიან სურთ და ჩვენც იგივეს ვისურვებდით” – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრა გააუქმა, რომელიც 12 ივნისს იყო დაგეგმილი.

“ძალიან მინდოდა თქვენთან შეხვედრა, სამწუხაროდ, საშინელი მრისხანებისა და ღია მტრობის გამო, რომელიც თქვენს უკანასკნელ განცხადებაშია, ვფიქრობ, შეუძლებელია დიდი ხნის წინ დაგედმილი შეხვედრის ჩატარება” – ტრამპის წერილში ეწერა. ასევე, ტრამპი წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სხვა დროს შეხვდება: “მე ვგრძნობდი, თუ როგორ შეგვეძლო მშვენიერი დიალოგი გამოგვსვლოდა მე და თქვენ, საბოლოო ჯამში მხოლოდ ამ დიალოგს აქვს მნიშვნელობა. ვისურვებდი ოდესმე თქვენთან სშეხვედრას” .
ტრამპს ფხენიანმა უპასუხა, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გასამარტავად მზად არის “ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმატით” – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს ბონდზე ახალ ფილმს დენი ბოილი გადაიღებს
შემდეგი სტატიაკიევის განცახდებით ყირიმში მილიონი რუსი ჩაასახლეს