ტრამპი კიმ ჩენ ინს, სავარაუდოდ, ორი კორეის საზღვარზე შეხვდება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს ორი კორეის საზღვარზე შეხვედრა შესთავაზა – ამის შესახებ თეთრმა სახლმა 30 აპრილს განაცხადა. ჟურნალისტებთან დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სასაზღვრო სივრცის შერჩევა მოლაპარაკებების საწარმოებლად “შესანიშნავი იდეაა”. ამასთანავე, თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებთან მან თქვა, რომ შეხვედრის ადგილად განიხილავენ სინგაპურსაც.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში BBC-ს ჟურნალისტი მოკლეს
შემდეგი სტატიაამერიკის სპეცსამსახურები ბენ ლადენის ექიმის ციხიდან გატაცებას აპირებდნენ