ტრამპი – ყირიმის დაბრუნება ძალიან რთული იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინას ყირიმის დაბრუნება „ძალიან გაუჭირდება“. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში ნორვეგიის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი „დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტერიტორიაზეა საუბარი“.

„უკრაინელები იბრძოდნენ, მათ დიდი ტერიტორია დაკარგეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა ყირიმთან დაკავშირებით თავისი პოზიცია განმარტა და თქვა, რომ „ის{ყირიმი} გადაცემული იქნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს 11 წლის წინ“.

„მიიღეს გადაწყვეტილება, არც გასროლა ყოფილა, არც ბრძოლა, არც არაფერი. უბრალოდ ჩააბარეს, ახლა ამბობენ – „შესაძლებელია მისი დაბრუნება“? ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება“, – დასძინა პრეზიდენტმა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაში“[ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც] თუ გადაიტანა ქართულმა სახელმწიფომ, [ნიშნავს, რომ] სუვერენიტეტი ბოლომდე განამტკიცა”-მდინარაძე
შემდეგი სტატიატატო ახალკაციშვილის გამოფენა „კ(ქ)რონოსი“ მალე გაიხსნება – გამოფენის გენერალური მხარდამჭერია SOLO