21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ტრამპი: კანადას სურს სარგებელი მიიღოს როგორც შტატმა, თუმცა შტატად ყოფნის გარეშე

კანადას სურს სარგებელი მიიღოს როგორც შტატმა, თუმცა შტატად ყოფნის გარეშე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ასევე, ისინი მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენს შესანიშნავ ფერმერებს უზარმაზარ ტარიფებს უწესებდნენ. ეს ასე აღარ იქნება!“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა.

აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა ამერიკულ საქონელზე იმავე დონის საპასუხო ტარიფებს დააწესებს. კანადის მიერ გამოცხადებული ტარიფები 8 სექტემბერს ამოქმედდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედია: სანქტ-პეტერბურგის მახლობლად სამხედრო-სამრეწველო ზონა იწვის
შემდეგი სტატიაუკრაინამ დრონებით Ozon-ის უმსხვილეს საწყობს შეუტია