26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ტრამპი: ჯონ ბოლტონს მხოლოდ ომების დაწყება სურდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯონ ბოლტონი საშინელი ადამიანია, რომელსაც მხოლოდ ომების დაწყება სურდა.

ტრამპი ამით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მიერ საიდუმლო ინფორმაციის შენახვის საქმეზე დანაშაულის აღიარებას გამოეხმაურა.

„ჯონ ბოლტონმა, ამერიკის შეერთებული შტატების სულელმა, გაუწონასწორებელმა და არაკვალიფიციურმა ყოფილმა წარმომადგენელმა, დანაშაული აღიარა“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ცნობისთვის, ჯონ ბოლტონს ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის შენახვისა და გადაცემისთვის გასულ წელს 18 ბრალდება წაუყენეს. პარასკევს ბოლტონმა დანაშაული აღიარა.

ჯონ ბოლტონისთვის განაჩენის გამოტანა 28 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ბოლტონს 2.25 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ირანმა ჩვენს ტერიტორიაზე დრონებით დარტყმები განახორციელა