Washington Post-ის ინფორმაციით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ორშაბათს თავის უცხოელ კოლეგებს უთხრა, რომ აშშ არ აპირებდა ისრაელის კამპანიაში ჩართვას ირანის წინააღმდეგ, თუმცა, სამშაბათს იმავე ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის პოზიცია შეიცვალა და ტრამპი ახლა განიხილავს შეტევაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
როგორც ABC News-ი იუწყება, რომ სამშაბათს, როცა ტრამპი თეთრ სახლში, საგანგებო მდგომარეობათა სიტუაციურ ოთახში თავის უმაღლეს მრჩევლებთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ მომდევნო 24-დან 48 საათამდე კრიტიკული პერიოდი იქნება იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა ირანთან დიპლომატიური გადაწყვეტილების მიღწევა.