29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში შედის „საბოლოო გადაწყვეტილების“ მისაღებად. პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გულისხმობს ურთიერთგაგების მემორანდუმს (MoU), რომელიც ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებასა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას ითვალისწინებს.

გუშინ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებების ჯგუფებმა მემორანდუმის ტექსტზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მას ტრამპის საბოლოო დასტური სჭირდებოდა. თავის მხრივ, ირანმა უარყო, რომ დოკუმენტზე საბოლოო თანხმობა განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ისრაელშიც მიიჩნევენ, რომ ირანის უზენაელ ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის მემორანდუმისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.

„სხვა, ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. ახლა მივდივარ სიტუაციურ ოთახში შეხვედრაზე, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო“, — განაცხადა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაში“ვეღარც ნიღბავენ… მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა”-ვის აკრიტიკებს გია ხუხაშვილი
შემდეგი სტატიარა გარიგება დაიდო და რაში გადააგდეს 2022 წლის ბოლოს?- ნიკა მელია სააკაშვილსა და ხელისუფლებას შორის ფარულ კომუნიკაციაზე საუბრობს