25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ტრამპი: ირანთან ომი დავასრულეთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა დღეს ირანთან ომი დაასრულა.

„არ ვიცი, გსმენიათ თუ არა, მაგრამ ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ. დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი, რასაც ჩვენ დაჟინებით მოვითხოვდით; ეს იყო მთელი მიზანი. ეს იყო ყველაფრის 95 პროცენტი“, – აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმებას მიაღწიეს და საბოლოო დოკუმენტს ხელი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში ევროპაში მოაწერონ. ირანის საგარეო უწყებამ ამ ინფორმაციას „სპეკულაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ თეირანს შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

banner
წინა სტატიაშილევან მახაშვილი: ბრიუსელის შეხვედრამ ჩაიარა ისე, როგორც შეიძლებოდა პირველ შეხვედრას ჩაევლო მრავალთვიანი ურთიერთობების არქონის ფონზე
შემდეგი სტატია4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ ხელბორკილები დამადონ