33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას დათანხმდა, თუმცა თეირანს მკაფიოდ შეატყობინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღარ მოქმედებს.

„ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ გვთხოვა, გავაგრძელოთ „მოლაპარაკებები“. ჩვენ დავთანხმდით ამაზე, თუმცა ამერიკის  შეერთებულმა შტატებმა მათ კატეგორიულად განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დასრულებულია!“ — დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე.

მიმდინარე კვირაში აშშ-მა ირანის მიმართულებით არაერთი საჰაერო დარტყმა განახორციელა, რაც თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე გემზე თავდასხმას მოჰყვა.

banner
წინა სტატიაში“ყველა ინანებს საკუთარ ლაჩრობას”- სალომე ზურაბიშვილი ალეკო ელისაშვილის განაჩენს ეხმაურება
შემდეგი სტატიახანძარი ესპანეთში: დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, 23 დაკარგულს ეძებენ