ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, თუმცა, თუ ირანი არ მიიღებს შეთანხმების პირობებს, ის თავდასხმებს განაახლებს.
„ეპიკური მრისხანების“ შეჩერებიდან ექვსი კვირის შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით მცირე პროგრესი აჩვენა. ტრამპმა ამ კვირაში განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისთვის მეტი დროის მიცემის მიზნით ახალი თავდასხმა გადადო.
„ჩვენ ირანთან დაკავშირებით დასკვნით ეტაპზე ვართ. ვნახოთ, რა მოხდება. ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან გავაკეთებთ რაღაცებს, რაც ცოტა უსიამოვნოა, მაგრამ იმედია ეს არ მოხდება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ოთხშაბათს.
„ჩვენ ამას ერთ შანსს მივცემთ. არსად ვჩქარობ“, – თქვა ტრამპმა. – „იდეალურ შემთხვევაში მინდა, რომ ბევრის ნაცვლად, ცოტა ადამიანი დაიღუპოს. ორივე გზით შეგვიძლია ამის გაკეთება“.

















