აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანმა ახლახან აცნობათ, რომ ისინი „კოლაფსის მდგომარეობაში“ არიან.
ტრამპის თქმით, ირანს სურს, რომ მათ ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება მალე გახსნან.
„ირანმა ახლახან გვაცნობა, რომ ისინი „კოლაფსის მდგომარეობაში“ არიან. მათ სურთ, რომ ჩვენ „ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება მალე გავხსნათ“, ვიდრე ისინი ცდილობენ, გაერკვიონ თავიანთი ხელძღვანელობასთან დაკავშირებულ სიტუაციაში (რასაც, მე მჯერა, შეძლებენ!)“ – აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

















