13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ტრამპი: ირანს შესაძლებლობა აქვს, აშშ-ისა და მოკავშირეების წინააღმდეგ მუქარა დაასრულოს

ირანს კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს, აშშ-ისა და მოკავშირეების წინააღმდეგ მუქარა დაასრულოს და იმედია, გამოიყენებს – ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკა და მსოფლიო მალე უფრო უსაფრთხო იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტენესის შტატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ გაწეული შესანიშნავი სამუშაოს დამსახურებაა. იმედია, რომ შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს მოიპოვოს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ირანთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის ფასები ეცემა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვების მიღება დაჩქარებული მომსახურებით იქნება შესაძლებელი