17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ტრამპი: ირანს ყოველი ამერიკელი ჯარისკაცის მოკვლა ძალიან ძვირი დაუჯდება

ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, მათ ეს მკვლელობა ძალიან ძვირი დაუჯდებათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს დირექტივა გადაეცა ომის მდივან პიტ ჰეგსეთს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენიელ კეინს და ყველა სამხედრო ლიდერს“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ასევე, ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის ტერიტორიაზე ყოფნისას დაკავება არანაირად არ მოხდება.

„ის ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იბრძვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ 52000 უდანაშაულო დემონსტრანტი მოკლა და უკანასკნელი 47 წელი ამერიკელი ჯარისკაცებისა და სხვების მკვლელობაში გაატარა“,
– აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჭიღლაძე: ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია
შემდეგი სტატიათბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს