„შეერთებული შტატების თვითმფრინავებმა დარტყმები განახორციელეს ირანის სარაკეტო და დრონების საცავებზე, ასევე სანაპირო სარადარო ობიექტებზე, ისევ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო! ისინი ჭკუას ვერასდროს ისწავლიან! შესაძლოა დადგეს მომენტი, როდესაც ჩვენ ვეღარ შევძლებთ, რომ გონივრულები ვიყოთ და იძულებულნი გავხდებით სამხედრო გზით დავასრულოთ ის საქმე, რომელიც ძალიან წარმატებულად დავიწყეთ. თუ ეს მოხდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა აღარ იარსებებს! “,_ წერს Truth Social-ზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
21 ივნისს, შვეიცარიაში, კატარისა და პაკისტანის შუამავლობით, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრების დასრულების შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება. ოფიციალური პირების ცნობით, მხარეები არაერთ საკითხზე შეთანხმდნენ, მათ შორის სამუშაო ჯგუფებსა და სრუტეში ცხელი ხაზის ამოქმედებაზე.

















